141-დან 74-ე – საქართველო გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში დაქვეითდა

0

საქართველო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში მსოფლიოს 141 ქვეყანას შორის 74-ე ადგილზეა. წინა წელთან შედარებით საქართველო 8 ადგილით ჩამოქვეითდა.

საქართველოს მიერ დაგროვებულმა ქულებმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში 60.6-ქულა დააგროვა, გასულ წელს 61 ქულა ჰქონდა.

ქვეყანამ ოთხი ძირითადი კრიტერიუმიდან ორში არსებული პოზიცია გაიუარესა. ინდექსის მიხედვით, საქართველოს ყველაზე რთული მდგომარეობა ინოვაციებისა და ბაზრის ზომის მიმართულებით აქვს. ინოვაციების კუთხით საქართველო 91-ე, ბაზრის ზომის მიხედვით კი 101-ე ადგილზეა.
ინოვაციების მიმართულებით სარეიტინგო ქულა 32.7-ია. ამ მხრივ ქვეყნის ქულა იგივე, თუმცა დაკავებული ადგილი გაუარესებულია, რადგანაც სხვა ქვეყნებმა გაიუმჯობესეს აღნიშნულ კრიტერიუმში პოზიცია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს 2005 წლიდან აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი