გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბიუჯეტში ვერ ხედავს რესურსს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება გაეზარდოს

სამუშაო შეხვედრებში ყოველთვის მივიღებთ მონაწილეობას, თუმცა ის დიდი თემები, რაც არის პენსიების ნაწილი, მასწავლებელთა ხელფასების ნაწილი, არ გადაიხედება და არ გადავა ეს ფული სხვა მიმართულებებით, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მან უპასუხა კითხვას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას პოზიციის შესახებ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაეზარდოს ბიუჯეტი.

“მე ვერ ვხედავ ბიუჯეტში ვერანაირ რესურსს ამისთვის. რა თქმა უნდა, კონკრეტული პროგრამის ფარგლებში შეიძლება მოხდეს რაღაც გადანაწილება, რომელიღაც პროგრამის გაიზარდოს რომელიღაც პროგრამის შემცირების ხარჯზე, თუმცა 100 და 200 მილიონით ეს გადანაწილება, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები