ნორვეგია ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში მონაწილეობას არ მიიღებს
ნორვეგია ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში მონაწილეობას არ მიიღებს, აღნიშნული იკვეთება ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო გეგმიდან, წერს The Local.
“პოლიტიკური და უსაფრთხოების ფაქტორების ფართოდ განხილვის შემდეგ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ნორვეგია თავდაცვითი რაკეტების შეძენის საკითხს არ განიხილავს, რომლებიც შესაძლოა, ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემაში იყოს ინტეგრირებული”,- ნათქვამია დოკუმენტში.
თავდაცვითი პროგრამა – რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაა, რომელიც ნატოს რამდენიმე წევრ – ქვეყანაში ხორციელდება.
ნორვეგია, რომელიც ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნის საკითხში ნატოს პოლიტიკის მომხრეა, წინააღმდეგია, რომ აღნიშნული სისტემა აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემასთან იყოს გაერთიანებული.
ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ნორვეგიას არ სურს რუსეთთან დაპირისპირება, რომელსაც ის ესაზღვრება. თუმცა, ნატოში აცხადებდნენ, რომ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ არის.