შს მინისტრი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

0

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, კარლ ჰარცელს შეხვდა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოში ავსტრიის, შვედეთის, საფრანგეთის, საბერძნეთის, ჩეხეთის და სლოვაკეთის რესპუბლიკების ელჩები და ესპანეთის პოლიციის ატაშე.
​უწყების ინფორმაციით, ვახტანგ გომელაური დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ესაუბრა და ამ მიმართულებით არსებული აქტუალური გამოწვევები მიმოიხილა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სამართალდაცვით სფეროში სამინისტროს წარმატებულ საერთაშორისო თანამშრომლობასა და დანაშაულთან ბრძოლის კუთხით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.
​ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მხარეებმა უვიზო მიმოსვლის წარმატებით განხორციელების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი