ბორჯომის მუნიციპალიტეტში 6 სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში 6 სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

ბორჯომის მერის, ლევან ლიპარტიას თქმით, მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, ახალი ამბულატორიები შენდება სოფელ ყვიბისში, სოფელ ტბაზე, სოფელ ციხისჯვარში და სოფელ ბალანთაში.

პარალელურად, რეაბილიტაცია უტარდება ამბულატორიის არსებულ შენობას სოფელ ქვაბისხევში.

“წლის ბოლომდე ახალი სასწრაფო დახმარების ცენტრი ექნება დაბა ბაკურიანს. აქაც სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტები ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები