ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში ჩამონგრეული კედელი შეაკეთეს (ფოტო)

ახალციხეში, მეხუთე სკოლის დაწყებითი კლასების კორპუსთან, დაზიანებული ღობის პარალელურად, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი ღობე გააკეთა.

დაახლოებით 10 მეტრიანი ღობის ასაშენებლად  ახალციხის მერიამ 11 508 ლარი დახარჯა.

დაწყებითი კლასების კორპუსის მოპირდაპირე მხარეს, დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლის კედელი  შუა ნაწილშია დაზიანებული იყო, ზედა ნაწილს ჩამონგრევისგან კი ხის ერთი ბოძი იცავდა.

დაზიანებულ კედელს, მხოლოდ ეს ერთი საყრდენი აკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები