20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური 2 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაათავისუფლეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ლევან ჯიქურმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ აქციაზე იმყოფებოდა და ფარსაც იყენებდა, თუმცა, ის ჯგუფურ ძალადობას უარყოფს.

ბრალდების მხარე გირაოს შესახებ შუამდგომლობას დაეთანხმა, რადგან ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, მტკიცებულებებს უდავოდ ცნობს და ამას გარდა, სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის თანახმად, ლევან ჯიქურს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა აქვს.

ლევან ჯიქურმა და მისმა ადვოკატმა, ალექსანდრე ზუბიაშვილმა ბრალდების მხარეს ყველა მტკიცებულება უდავოდ უცნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები