რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს საქართველოში- “თიბისი კაპიტალის“ კვლევა

ტურიზმის სექტორის კვლევის მიხედვით, რომელიც „თიბისი კაპიტალმა“ ჩაატარა 2018 წელს ყველაზე მეტი თანხა საქართველოში რუსეთიდან შემოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს.
მათ მიერ გაწეული ხარჯები ვიზიტორების მთლიან ხარჯვაში 24,9%-ს შეადგენს. 13.7 %-ით მეორე ადგილზე თურქები არიან, მესამე ადგილს 11.6 %-ით ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები იკავებენ. 8.4 %-ით მეოთხეზე სომხეთიდან შემოსული ვიზიტორები, ხოლო 8.4 % -ით აზერბაიჯანელები არიან.
„თიბისი კაპიტალის“ მონაცემებით, გასულ წელს უცხოელმა ტურისტებმა ჯამში 7.9 მლრდ.ლარი დახარჯეს, აქედან 55 % საქართველოს სამეზობლოდან შემოსულებზე მოდის.
2018 წელს ერთი ვიზიტორი საქართველოში საშუალოდ 807 დოლარს ხარჯავდა. 2017 წელს ეს მონაცემი 950 დოლარს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები