აზერბაიჯანს ახალი პრემიერი ჰყავს

0

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი გახდა. მისი კანდიდატურა ქვეყნის პარლამენტს დასამტკიცებლად პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა წარუდგინა.

ასადოვმა პრემიერად არჩევის შემდეგ მილი მეჯლისის პლენარულ სხდომაზე ნდობისთვის დეპუტატებს მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, თანამედროვე აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობის წლებში დიდ წარმატებას მიაღწია.

ქვეყნის ყოფილი პრემიერის ნოვრუზ მამედოვის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ის პოსტს 2018 წლის 21 აპრილიდან იკავებდა.

რაც შეეხება ალი ასადოვს, იგი 1989-1995 წლებში პოლიტოლოგიისა და სოციალური მმართველობის ინსტიტუტში კათედრის უფროსის მოადგილე იყო.

1995 წელს მილი მეჯლისის დეპუტატი გახდა.

1998 წელს ეკონომიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა, 2012 წლიდან კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი