თბილისში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტზე, პოლიციელი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ჰ.მ. დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება, ნარკოტიკული საშუალებების შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.

7 ოქტომბერს, ჰ.მ.-ს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით ბრალდება წარედგინება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები