გერმანიაში ტერაქტი მოხდა

გერმანიის ქალაქ ლიმბურგ-ან-დერ-ლანში მომხდარ ინციდენტს, ქვეყნის ხელისუფლება ტერაქტად აფასებს.
ამის შესახებ ZDF წერს.
7 ოქტომბერს სატვირთო შუქნიშანთან მდგომ მსუბუქ ავტომობილებს გადაუარა, მომხდარის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, სატვირთო გატაცებული იყო, მისი მძღოლი ადგილზე დააკავეს.
ტელეარხის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი გერმანიაში სირიიდან ჩავიდა, ის 30 წლის არის.
დაშავებულთაგან 7 მკურნალობას კლინიკაში აგრძელებს, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები