ჯგუფურად ყალბი საგადასახადო და საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო და საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება – გასაღების ფაქტზე, სამი პირი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დაამზადეს და 120 000 ლარის გადახდის პირობით, გაასაღეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ – ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, რომელთა მიხედვით, თითქოსდა ერთ – ერთმა კომპანიამ მეორე მეწარმე სუბიექტს მიაწოდა 298 680 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები