არჩილ თალაკვაძე: ეს იყო ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება

ვანო ზარდიაშვილმა ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ღირსება ყველაფერზე მაღლა დგას.

“ვანო ზარდიაშვილმა ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მან საზოგადოებას აჩვენა, რომ თანამდებობა და სტატუსი არ არის თვითმიზანი, ეს არის მხოლოდ საშუალება, რომ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და საქმე ვაკეთოთ. ღირსება ყველაფერზე მაღლა დგას. ამ გადაწყვეტილებით მან დაამტკიცა, რომ საკუთარ გუნდს და პრინციპებს პატივს სცემს”,- ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის გადაწყვეტილება სადეპუტატო მანდატის დატოვების შესახებ.

არჩილ თალაკვაძემ კოლეგას გუნდის სახელით მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები