ქართველ-ბელორუს დრამატურგთა კონპროდუქცია, ალენა ივანიუშენკოს პიესის მიხედვით, “ალისა თოვლის ქვეშ” რეჟისორმა დავით ჩხარტიშვილმა დადგა. “შეცვალე” ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის პრემიერასაც ერისთაველბი თეატრის ექსპერიმენტულ სივრცეში წარმოადგენენ.
“ადამიანებს გვახასიეთებს მიჯაჭვულობა სხვა ადამიანების მიმართ. გარემოს მიმართ რომელსაც მივეჩვევით გვიჭირს განშორება. კიდევ უფრო რთულია ჩვენს მიერ შექმნილი სამყაროდან გამოსვლა, რაც ჩვენში აფერხებს განვითარებას, გვიზღუდავს თავისუფლებას…
ეს არის ამბავი ახალგაზრდა გოგოზე, რომელმაც საკუთარი თავი დაკარგა სამყაროში… არავინ, არის ვალდებული სხვა გააბედნიეროს!” – ამბობს სპექტაკლის რეჟისორი და ერისთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით ჩხარტიშვილი.
საპრემიერო ჩვენება გორში 5 -6 და 26 ოქტომბერს გაიმართება. შემდეგ კი, სპექტაკლი ბელორუსიაში დაგეგმილ ბობრუისკის ფესტივალზე მიდის.