საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივ ტურისტულ პაკეტებს შექმნიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ფუად ნაგიევს შეხვდა. შეხვედრას აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი ფლორიან სენგშმიდტი დაესწრო.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. განიხილეს საქმიანი ტურიზმის განვითარებისა და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავების საკითხები.
„ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგებთან, ვისაუბრეთ მრავალ საინტერესო თემაზე, მათ შორის ერთიანი ძალებით ახალი პროექტების განხორციელებაზე, გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება ტურიზმის სექტორში. რეგიონის მიმართ საერთაშორისო მოგზაურთა მოთხოვნა სულ უფრო მზარდია. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია საქართველო-აზერბაიჯანის კომბინირებული ტურების რეალიზება. ჩვენ ვფიქრობთ რეგიონის ცნობადობას ერთობლივი ძალებით კიდევ უფრო გავზრდით, ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ჩინეთი, იაპონია და ე.წ. შორი მანძილის ქვეყნები.“ -აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები