ცხინვალის ციხეში მარეკ დუდაევის მკვლელი გარდაიცვალა
ცხინვალის ციხეში 34 წლის ვიაჩესლავ კაზიევი გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს მარეკ დუდაევის მკვლელობისთვის იხდიდა.
როგორც ადგილობრივ მედიას დაწესებულებაში წყარომ განუცხადა, კაზიევი ბოლო დროს გულის არეში ტკივილებს უჩიოდა, და სწორედ ეს გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, თუმცა ზუსტ დასკვნას ექსპერტიზა დადებს.
კაზიევმა მარეკ დუდაევი 2018 წლის იანვარში მოკლა. მისი ცხედარი სოფელ არცევის ყოფილი კლუბის შენობაში იპოვეს.
მანამდე დუდაევმა 8 წელი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ციხეში გაატარა. მას 2004 წლის 16 მარტს მძიმე დანაშაულებებისთვის, მათ შორის სამი ადამიანის მკვლელობისთვის 23 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თუმცა მან საპატიმრო ამნისტიით დატოვა.