ანსამბლი ,,შავნაბადა“ მექსიკაში ფესტივალზე მიემგზავრება

9-10 ოქტომბერს, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი ,,შავნაბადა“ მექსიკის შეერთებულ შტატებში, სერვანტინოს (გუანახუატოს)  47-ე საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
ანსამბლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „შავნაბადა“ ფესტივალზე საქართველოს საელჩოს შუამდგომლობით (ელჩი – ზურაბ ერისთავი)  და აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით გაემგზავრება.
სერვანტინოს (გუანახუატოს) ფესტივალი ამერიკის კონტინენტზე ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა.
სხვადასხვა ჯგუფებს შორის, მექსიკაში ანსამბლ ,,შავნაბადას“ გამგზავრების თაობაზე არჩევანი, თავად ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის, მექსიკის კულტურის სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს ერთობლივი ინიციატივით გაკეთდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები