ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 3.7 %-ით გაიზარდა

2018 წელს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 734.2 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 3.7 პროცენტით აღემატება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40.2 პროცენტი ქალი, ხოლო 59.8 პროცენტი – კაცია.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 33.1 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.8 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 45.1 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.
2018 წელს დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნესსექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 26.8 პროცენტი, 12.7 პროცენტი და 10.1 პროცენტიანი წილებით). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების (9.9 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (7.9 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (6.2 პროცენტი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები