ხელფასებსა და პენსიებზე დამატებით 505 მლნ ლარი დაიხარჯება

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2020 წლის 1 ივლისიდან, დამატებით 30 ლარით გაიზრდება 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პირთა პენსია. მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა (450 ათასზე მეტი მოქალაქე) სოციალური გასაცემლები, რაზედაც დამატებით მიიმართება 80 მლნ ლარი. პარალელურად დაინერგება საპენსიო გასაცემლების რეგულარული ზრდის წესი.

2020 წლის 1 იანვრიდან 20 ლარით გაიზრდება ასაკით პენსიონერთა პენსიები, ასევე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული და 18 წლამდე ასაკის შშმ პირების (880 ათასზე მეტი მოქალაქე) სოციალური გასაცემლები, რაზედაც მიიმართება 220.0 მლნ ლარზე მეტი.

პენსიებთან ერთად 2020 წელს დაგეგმილია მასწავლებლების, ბაღის აღმზრდელების, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების ზრდაც, რაზედაც დამატებით 205 მლნ ლარი გამოიყოფა. სულ ხელფასებისა და პენსიების ზრდაზე ჯამში 0.5 მლრდ ლარზე მეტი 505 მლნ ლარი დაიხარჯება.
საქართველოს პარლამენტს განსახილველად 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია წარედგინა, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ დეკემბრის მესამე პარასკევამდე უნდა დაამტკიცოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები