“თუ სიკეთის გაკეთება უნდათ პირადად მე გადმომცენ კოტეჯი”-ხაზარაძე რაზმაძის კოტეჯის დადგმას მერიის წინ აპირებს

პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, გივი რაზმაძის კუთვნილი კოტეჯის დადგმას გორის მერიის წინ აპირებს. “რეგიონული კვირა” გივი რაზმაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მათთვის გაუგებარია ეს ქმედება.

“თუ ვინმეს პატივის ცემა უნდა მოვიდეს და მე ჩემს სახლში სადაც ახლა ვიმყოფები ამ კოტეჯს დროებით აქ დავდგამ. მერიიდან ყოველდღე მირეკავენ და მეუბნებიან, რომ მიწის ნაკვეთი ვიშოვო მხარში მიდგანან, თუმცა ფიზიკურად ნაკვეთი არაა და ვერ ვყიდულობ. ხაზარაძის და მუნიციპალიტეტის მერიის დიდი მადლობელი ვარ”,- განაცხადა გივი რაზმაძემ.

“ჩემი ოჯახი ძალიან შორსაა პოლიტიკისგან და თუ ვინმეს უნდა გამოიყენოს ეს თემა პოლიტიკურად ეს სხვაა. თუ სიკეთის გაკეთება უნდათ მოვიდნენ და პირადად მე გადმომცენ კოტეჯი. ჩემთვის გაუგებარია კოტეჯის მერიის წინ დადგმა, რადგან მერია თანახმაა გვიყიდოს მიწის ნაკვეთი უბრალოდ ამ დრომდე ჩვენ ვერ მოვიძიეთ”,- განაცხადა ლევან რაზმაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები