სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ცხენოსნები კახეთში დოღს გამართავენ

კახეთში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 20-მდე ცხენოსანი დოღში მონაწილეობისთვის ჩავიდა. მხედრები ალავერდის მიმდებარე ტერიტორიაზე, კარვებში დაბინავდნენ და მსვლელობას ხვალ დილიდან ახმეტის მიმართულებით განაგრძობენ. გზად ბახტრიონთან და გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან გაჩერდებიან. მხედრები ასევე პარაკლისს ჩოლოყაშვილის სახელობის ტაძარში დაესწრებიან, რის შემდეგაც დოღი გაიმართება. მსვლელობისას მეუფე და მხედრები ერეკლე მეფის ხმალს ქალაქ ახმეტაში წააბრძანებენ და დოღში გამარჯვებულის სახელს ხმალზე ამოტვიფრავენ. დოღი კლუბის- “ჯარჯი”, ალავერდის ეპარქიის და ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით იმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები