“სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს”- ბათუმში ჟურნალისტების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ბათუმში აჭარის მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქცია “სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს” გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა დღეს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს განცხადებით მიმართეს, რის შემდეგაც ევროპის მოედანთან სოლიდარობის აქციის გამართვა დაანონსდა. აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, ჟურნალისტები, ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებიც იმყოფებოდნენ.

შეკრებილებმა ტელევიზიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები შეაჯამეს, რომელიც 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობს. აღნიშნული ტელევიზიის ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ მრჩეველთა საბჭოს მიერ ჩატარებულ დირექტორობის შესარჩევ სამივე კონკურსში პოლიტიკური ძალების ინტერესი იგრძნობოდა. აქციის მონაწილეების მიზანია ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები