ირაკლი კოვზანაძე: 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც არის დაგეგმილი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, არის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი

“ის 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც არის დაგეგმილი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, არის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი. მე ვფიქრობ, ეს იქნება სწორი და რეალური დაგეგმვა”, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რეგიონში ასეთი ეკონომიკური ზრდა ბევრ ქვეყანას არ აქვს. მათ შორის, არც რუსეთს, თურქეთს და აზერბაიჯანს.

„2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებში ჩვენ ჩადებული გვაქვს 4,5 %-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი თუმცა, რა პროგნოზებიც ახლა ცხადდება შედარებით უფრო მაღალია, ვიდრე 4,5 %. ამიტომ ყოველთვის მოვუწოდებდი მთავრობას, რომ ყოფილიყო უფრო გამბედავი ბიუჯეტის დაგეგმვის კუთხით.

ის 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც არის დაგეგმილი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, არის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი. მე ვფიქრობ, ეს იქნება სწორი და რეალური დაგეგმვა. ჩვენ შეგვიძლია ამას მივაღწიოთ თუმცა, სამუშაოც ბევრი იქნება გასაწევი, რადგან რეგიონში ასეთი ეკონომიკური ზრდა ბევრ ქვეყანას არ აქვს. მათ შორის არც რუსეთს, თურქეთს და აზერბაიჯანს. ჩვენ რეგიონში ამ ქვეყნებზეც ვართ დამოკიდებული ამიტომ, საქართველოს მთავრობას და ყველას ერთად, ბევრი მუშაობა მოგვიწევს იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდის ეს მაჩვენებელი შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ”, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს, სადაც დაგეგმილია 5%-იანი ეკონომიკური ზრდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები