ანრი ოხანაშვილი: სააკაშვილი თავისი „გამონათებებით“ ცდილობს, რაღაც ისეთი თქვას, რაც მის გამონათქვამებს კომიკურ ჟანრში კიდევ უფრო მეტად გადაიყვანს

მიხეილ სააკაშვილი თავისი „გამონათებებით“ ცდილობს, რაღაც ისეთი თქვას, რაც მის გამონათქვამებს კომიკურ ჟანრში კიდევ უფრო მეტად გადაიყვანს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ჯარისკაცები სააკაშვილისგან განსხვავებით, მტერს არ გაურბიან და მოქალაქეობას არ იცვლიან.

„რაც არ უნდა კომენტარი გააკეთონ, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ გმირი ჯარისკაცების ინტერესები ყველა დონეზე იყოს დაცული. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რუსეთის ქმედებებს ადეკვატური პასუხი გავცეთ. ჩვენი ჯარისკაცები სააკაშვილისგან განსხვავებით, ქვეყნის ინტერესებს სიცოცხლის ბოლო წუთამდე იცავდნენ და ამ ხალხზე დგას ის წარმატება, რასაც ქვეყანა შიგნით და გარეთ აღწევს. ჩვენი ჯარისკაცები სააკაშვილისგან განსხვავებით, მტერს არ გაურბიან და მოქალაქეობას არ იცვლიან“, – განმარტა ოხანაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილს სააკაშვილის თქმით, ვლადიმერ პუტინს გადაწყვეტილი აქვს, 2024 წლისთვის ისევ აღადგინოს საბჭოთა კავშირი და აპირებს საქართველოს, სომხეთის, ბელარუსიის, მოლდოვას, უკრაინის ძირითადი ნაწილის შეერთებას, გარდა დასავლეთ უკრაინისა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები