რუსეთის საგარეო უწყება ზალკალიან-ლავროვის შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის ნიუ-იორკში 26 სექტემბერს გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“თბილისში შეხვედრასთან დაკავშირებით აგორებულ ხმაურს მივაქციეთ ყურადღება. სამწუხაროდ, კვლავ ვისმენთ გაცვეთილ თეზისებს “ოკუპაციის” შესახებ. როგორც ჩანს, ქართველ კოლეგებს მოლაპარაკების შინაარსი და მიმართულება არ აინტერესებთ, ისინი მხოლოდ შეხვედრის ფორმატით და პროტოკოლით არიან დაინტერესებულები. თავის მხრივ, ჩვენ, დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთის და საქართველოს ხალხების ინტერესებია პირდაპირი და გამჭვირვალე საუბარი. უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ნიუ-იორკში გამართული პირველი შეხვედრა ორიენტირებული იყო რთული სიტუაციიდან გამოსავლის გზების ძიებაზე, რომელშიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა აღმოჩნდა, მათ შორის ივნის-ივლისში შექმნილი ვითარების გამო. ვისარგებლებთ შემთხვევით და შვეიცარიის მხარის მიმართ მადლიერებას გამოვთქვამთ, რომელიც უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში საქართველოში რუსეთის ინტერესებს, ხოლო რუსეთში საქართველოს ინტერესებს წარმოადგენდა და რომლის შუამავლობით შედგა შეხვედრა”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები