გიორგი კახიანი რუსეთთან ფრენების აღდგენაზე: მისასალმებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც ქვეყნებს შორის არსებული სიტუაციის დასტაბილურებას შეუწყობს ხელს

„მისასალმებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს შეუწყობს არსებული სიტუაციის დასტაბილურებას“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, განცხადება იმის თაობაზე, რომ, შესაძლოა, ფრენები აღდგეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

„ის გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე რუსეთის ხელისუფლებამ ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით მიიღო, ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ ის საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის მომხრეა. მისივე თქმით, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა სწორი ნაბიჯი იქნება.

რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისს შეაჩერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები