ქუთაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მესამე დღეა გრძელდება

ქუთაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მესამე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ქალაქში სანიაღვრე არხები იწმინდება და ქუჩები სუფთავდება. სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო სპეციალური ტექნიკა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრმა გამოყო. პროცესის მონიტორინგს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებენ.

უხვი ნალექის შედეგად ქუთაისში სულ ცხრა ქუჩა დაიტბორა, ძირითადად ქალაქის ცენტრალურ ქუჩები. წყალი მოსახლეობის სახლების პირველ სართულზე შევიდა, სადაც არსებული ტექნიკა დააზიანა. პირველივე დღესვე შეიქმნა კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას ამ დრომდე ადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები