რუხში “მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019”-ის დახურვის ცერემონიალი გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუხში “მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019” -ის დახურვის ცერემონია გაიმართა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი შენგელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს.  ფესტივალის ფარგლებში სამეცნიერო პიკნიკი მოეწყო. უმაღლესმა სასწავლებლებმა სხვადსხვა პროექტები, ლაბორატორიული ცდები, სტუდენტების მიერ დამზადებული სხვადასხვა მოწყობილობა და ნაკეთობები წარადგინეს. ასევე საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ისტორიული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტოები გამოიფინა.

„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019-ის“ ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა. ფესტივალის ორგანიზატორები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი არიან.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები