„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, კიწიას ადმინისტრაციული ერთეულისთვის 50 000 ლარი გამოიყო

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა.

კიწიის ადმინისტრაციული ერთეულისთვის, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში სულ 50 000 ლარი გამოიყო. მოსახლეობის მიერ სოფლის კრებებზე შეირჩა პრიორიტეტულად მიჩნეული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო, კერძოდ:
პირველი კიწია – ცხაურის მოწყობა და გზის მოხრეშვა–დაგრეიდერება, არხის გაჭრა;;
პირველი კიწია – არხის გაჭრა და გზის მოხრეშვა–დაგრეიდერება;
პირველი კიწია – არხის გაჭრა და გზის მოხრეშვა–დაგრეიდერება;
მეორე კიწია – მილხიდის მოწყობა და გზის მოხრეშვა–დაგრეიდერება;
მეორე კიწია – ცხაურისა და მილხიდის მოწყობა, სანიაღვრე არხის გაჭრა;
მეორე კიწია – გზის მოხრეშვა დაგრეიდერება;
მეორე კიწია – სასაფლაოსთან სანიაღვრე არხის გაჭრა;
მეორე კიწია – არხის გაჭრა, გზის მოხრეშვა–დაგრეიდერება;
ნოღა – ცხაურის მოწყობა;
ნოღა – ცხაურის მოწყობა;
ნოღა – სასაფლაოს შემოსაკავებელი მასალის შესყიდვა;
ნოღა – გზის მოხრეშვა–დაგრეიდერება;
ალერტი – ალერტის სასაფლაოს შემოკავება;
ალერტი – გზის მოხრეშვა–დაგრეიდერება;
ალერტი – გზის მოხრეშვა–დაგრეიდერება.

ამ ეტაპზე კიწიის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაო დასრულებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები