რუსთავის თეატრი 53-ე სეზონს თეატრალური კვირეულით გახსნის

3 ოქტომბერს, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატული თეატრი, 53-ე სეზონს, თეატრალური კვირეულით გახსნის, სადაც გასულ სეზონზე დადგმულ ყველა სპექტაკლს წარმოადგენს. 3 ოქტომბრიდან – 10 ოქტომბრამდე 3 სხვადასხვა სცენაზე 7 განსხვავებული ამბავი დაიდგმება.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში დასი 7 სპექტაკლს წარმოადგენს.

3 ოქტომბერს, 12.00 საათი – სოსო ნემსაძის  სპექტაკლი ,,დონ ჟუანი“ (ჟან-ბატისტ მოლიერი);
4 ოქტომბერი, 20 საათი  – ,,ელექტრიკოსი“;
5 ოქტომბერი, 20 საათი  – ,,შეშლილის წერილები“;
7 ოქტომბერი, 20:00 საათი – ,,თამაში სხვათა საწოლებში“;
8 ოქტომბერი, 20:00 საათი – ,,დაბადების დღე“;
9 ოქტომბერი, 20:00 საათი -,,დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო“.
თეატრალურ კვირეულს, 10 ოქტომბერს, სპექტაკლ-პერფორმანსი ,,ფოლადი“ დაასრულებს, რომლის იდეის ავტორი და რეჟისორი, რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძეა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები