თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. არსებული საავტომობილო გზა გრუნტოვანი იყო, რაც გადაადგილებას, განსაკუთრებით უამინდობის პირობებში მნიშვნელოვნად აფერხებდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, გზა სრულად რეაბილიტირდა. დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და საგზაო ნიშნები, ასევე განხორციელდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
რეაბილიტაციის შემდეგ გზით მოსარგებლეებს საშუალება აქვს განახლებული და კომფორტული გზით იმგზავრონ თეთრიწყაროდან ბოლნისის მიმართულებით.
პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 2 მილიონი ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები