“ტელევიზია ეკუთვნის საზოგადოებას და არა ხელისუფლებას”- ბათუმში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდამჭერი აქცია გაიმართება

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების განცხადებას ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციის “გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელი – მალხაზ ჭკადუა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მალხაზ ჭკადუა პოსტში აჭარის ტელევიზიის ირგვლივ განვითარებული მოვლენებზე წერს და სოლიდარობის ნიშნად აქციის გამართვას აანონსებს.

“მეგობრებო, დღეს გადავწყვიტეთ შეკრება აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების დასაცავად, რომლებიც შიშობენ , ხელისუფლება გამოიყენებს ყველა ხერხს, რომ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა ახალი დირექტორის მეშვეობით შეცვალოს. ამ შიშებს სრულად ვიზიარებ. დირექტორი – ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ მრჩეველთა საბჭომ მიზეზთა გამო ვერ აირჩია. საქმე იქამდე მივიდა, რომ ამ საბჭოს ვადა გასდის, ახალ მრჩეველთა საბჭოში კი “ოცნებას”, დიდი ალბათობით უმრავლესობა ექნება, შესაბამისად, მარტივად შეძლებს, რომ დანიშნოს (შერჩევას მაგ პროცესს ვერ დავარქმევ) ისეთი დირექტორი, რომელიც რადიკალურად შეცვლის, უპირველეს ყოვლისა, სარედაქციო დამოუკიდებლობას, რომელიც ყველაზე დიდი მონაპოვარია ამ ტელევიზიის ჯერ ნათია კაპანაძის დირექტორობის, შემდეგ კი ნათია ზოიძის დირექტორობის მოვალეობის შესრულების პერიოდში – ეს არის მთელი გუნდის დამსახურება და ძალიან მარტივად ჩამოიშლება ყველაფერი, თუ ხელისუფლებას არ გავაგონეთ ჩვენი ხმა – ტელევიზია ეკუთვნის საზოგადოებას და არა ხელისუფლებას. ამიტომ გელოდებით ყველას, ევროპის მოედანზე, დღეს 8 საათზე – აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდასაჭერად!”,-წერს მალხაზ ჭკადუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები