დავით ბაქრაძე: სააკაშვილი ,,ქართული მარშის” ტერმინოლოგიით საუბრობს

გუშინდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად დასცილდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას, ისევე როგორც იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებზე დაყრდნობითაც ის 2004 წელს თავის გუნდთან ერთად იწყებდა ქვეყანაში რეფორმებს და აშენებდა დასავლურ, ტოლერანტულ, თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს- ასე გამოეხმაურა ,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას „ევროპული საქართველოს” წევრ გიგა ბოკერიასთან დაკავშირებით. კერძოდ, სააკაშვილის თქმით, გიგა ბოკერიას განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულება აქვს ქართული ტრადიციებისა და ფასეულობების მიმართ.

ბაქრაძე სააკაშვილის განცხადებებს გიგა ბოკერიას წინააღმდეგ წარმოებულ შეტევად აფასებს და ამბობს, რომ სააკაშვილი ლევან ვასაძის და ,,ქართული მარშის” ტერმინოლოგიით საუბრობს.

ბაქრაძე ასევე მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ანტიდასავლურად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ არასწორია მხოლოდ 2 ალტერნატივის- მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურის განხილვა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, როგორც ამას სააკაშვილი განიხილავს.

,,მთვარია ის, რაც არა აერთგზის მოვისმინეთ გუშინ, რომ ამ იქნება მიხეილ სააკაშვილი, ან ბიძინა ივანიშვილი, ასე საკითხის დაყენება ფუნდამენტურად აზიანებს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტს და არ ემსახურება ოპოზიციის და ქართველი ხალხსი ინტერესებს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებისთვის, ერთადერთი გზა დარჩა მოვიდეს რაც შეიძლება მეტი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, თუ ჩვენ მათ ვეტყვით, რომ ერთადერთი არჩევანი მიხეილ სააკაშვილი, ძალიან ბევრი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, რომელსაც არ უნდა მიხეილ სააკაშვილი დარჩება სახლში და არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ისევე როგორც ეს მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. ერთადერთი გზა, რომ 2020-ში დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი არის ის, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ აიღოს რაც შეიძლება მერი ხმა”- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები