მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს თბილისიც შეუერთდება

1-2 ოქტომბერს, 20:00 საათზე, კინოთეატრი „ამირანი“ MANHATTAN SHORT-ს უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს, პირველად მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს მსოფლიოს 400 ქალაქთან ერთად თბილისიც შეუერთდება.
ორი დღის განმვლობაში ნაჩვენები იქნება 10 ფინალისტი ფილმი საფრანგეთიდან, აშშ-დან, ირანიდან, კანადიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ფინეთიდან და გერმანიიდან.
სეანსის დასრულების შემდეგ კინომოყვარულები ხმის მიცემით დააფიქსირებენ თავიანთ რჩეულს. მიღებული შედეგები დაემატება 100 000-ზე მეტი კინომოყვარულის ხმას დანარჩენი მსოფლიოდან და 6 ოქტომბერს გამოვლინდება გამარჯვებული.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები