სალხინოს დადიანების საშემოდგომო სასახლემ ფესტივალ „სალხინოს სასახლის კამერატას“ უმასპინძლა
მარტვილის სალხინოს დადიანების საშემოდგომო სასახლემ, საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს „სალხინოს სასახლის კამერატას“ წელს მეხუთედ უმასპინძლა. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მუსიკოსები გერმანიიდან, იტალიიდან, ლიეტუვიდან ჩავიდნენ.
მონაწილეთა შორის იყვნენ: პიანისტი გიორგი გიგაშვილი, საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი, სიცილიური გიტარის დუეტი BLANCO SINACORI; გერმანული საქსაფონის კვარტეტი XENON; კაუნასის მუსიკის უნივერსიტეტის კამერული ორკესტრი VMU.
ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, გერმანიისა და იტალიის საელჩოების მხარდაჭერით ჩატარდა. ფესტივალის ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელია მუსიკოსი შიო აბრახამია, ფესტივალის დირექტორი – ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი.