5-6 ოქტომბერს „თბილისობა – 2019“ გაიმართება
5-6 ოქტომბერს, თბილისობა გაიმართება. როგორც „კვირას“ თბილისის მერიიდან აცნობეს, თბილისში ორი დღის განმავლობაში დაგეგმილია კონცერტები, გამოფენები, წარმოდგენები, სპორტული აქტივობები.
5 ოქტომბერს, 20:00 სააათზე, ორბელიანი მოედანზე გალა-კონცერტი და საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
პროგრამა:
რიყის პარკი
5 – 6 ოქტომბერი – 12:00 – 20:00
ტრადიციული გასტრონომიული ფესტივალი
ტკბილეულის ფესტივალი
საბავშვო-გასართობი აქტივობები და ატრაქციონები
საბავშვო კონცერტი
ინსტალაცია – ,,ფიროსმანის პერსონაჟები“
სპორტული აქტივობები
კონცერტი – 16:00 – 18:00 – “მულტიეთნიკური თბილისი”
ორბელიანის მოედანი
5 – 6 ოქტომბერი – 12:00 – 20:00
ყვავილების ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი”
ქართული ფილმის და მუსიკის პავილიონები
თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები
,,ORBELIANI OPEN MARKET”
მარიონეტი თოჯინების კოსტიუმირებული კარნავალი
მუსიკოსი ყარაჩოხელების ორკესტრი ,,მაღალი აბელა” და ,,ხანუმა”
ლეღვთახევი
5 – 6 ოქტომბერი – 12:00-22:00
„მუზეუმი ღია ცის ქვეშ“
მეტეხის ხიდი
5 – 6 ოქტომბერი – 12:00-18:00
სპორტული და რარიტეტული ავტომობილების გამოფენა
მუსიკალური ღონისძიებები და ღია წარმოდგენები:
ორბელიანის მოედანი
5 ოქტომბერი
13:00 – მუნიციპალური ორკესტრი ,,თბილისის ბიგ-ბენდი“
14:00 – „Wayne McGregor“ და ქართველი ქორეოგრაფების კო-პროდუქცია / ქუჩის წარმოდგენა თბილისის საერთაორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში
20:00 – გალა-კონცერტი და საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონია
ორბელიანის მოედანი – 6 ოქტომბერი – 17:00 – თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი
ევროპის მოედანი
6 ოქტომბერი – 20:00
სპექტაკლი ,,MUARE EXPERIENCE” – საჰაერო თეატრი როკ მუსიკის თანხლებით – თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში