გურამ მაჭარაშვილი მამუკა ვასაძეს: იმ შემთხვევაში თუ დადგება ასეთი სიტუაცია, სამართლიანი გადაწყვეტილებისკენ უფრო გადაიხრებით თუ კანონიერიესკენ

„ყველა კანდიდატთან მაქვს ეს შეკითხვა და თქვენთან კიდევ უფრო მეტია ინტერესი, რადგან ახლა მიდიხართ სასამართლო სისტემაში. იმ შემთხვევაში თუ დადგება ასეთი სიტუაცია, სამართლიანი გადაწყვეტილებისკენ უფრო გადაიხრებით თუ კანონიერი გადაწყვეტილებისკენ, იმიტომ რომ მართლმსაჯულების სისტემაში ეს პრაქტიკა არსებობს ხოლმე, მაგრამ არის მომენტები, როდესაც შინაგანი რწმენის საფუძველზე მოსამართლე ხედავს, რომ კანონმდებლობით გადაწყვეტილება გამყარებულია, თუმცა არ არის სამართლიანი ან პირიქით, თქვენი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით როგორი იქნება?”, – ამ კითხვით მიმართა ფრაქცია „ქართული -ოცნება რეგიონების განვითარებისთვის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მამუკა ვასაძეს, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

​დეპუტატის თქმით, ზოგიერთ დანაშაულზე – განსაკუთრებით მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულებებზეც, მოსამართლეს არ შეუძლია მინიმუმზე ნაკლებ სასჯელზე ჩამოვიდეს, თუ პროკურატურა არ იქნება თავად ინიციატორი.

„როგორ მიგაჩნიათ, მოსამართლეს არ აქვს ამის უფლება და პროკურატურას აქვს? იმ ფონზე განსაკუთრებით, როცა თქვენ თქვენი მოღვაწეობა პროკურატურაში გაქვთ და ახლა უნდა გადაინაცვლოთ უზენაეს სასამართლოში. არის თუ არა იმის მოლოდინი, ან იმის განცდა ხომ არ გაქვთ, რომ რაღაც სასჯელებზე მაინც მოსამართლეს უნდა ჰქონდეს ამის საშუალება, შეიძლება ყველაზე არა მაგრამ რაღაც დონეზე მაინც”, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

​დეპუტატი დაინტერესდა მოსამართლეობის კანდიდატის აზრით იმასთან დაკავშირებით, საჭიროებს თუ არა კანონმდებლობა გადახედვას მოსამართლისთვის ამ დისკრეციის გაზრდასთან დაკავშირებით.

„თუ გქონიათ ასეთი განცდა, რომ თქვენი, როგორც ბრალმდებლის პოზიციიდან გამომდინარე, თქვენ რომ ყოფილიყავით მოსამართლე რომელიმე საქმესთან დაკავშირებით, მიიღებდით ცოტა სხვაგვარ გადაწყვეტილებას? თქვენ ქმნით ბრალდებას, მერე აგზავნით სასამართლოში და შეიძლება მოსამართლემ ბოლომდე არ გაითვალისწინოთ თქვენი ბრალდება?” – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა. დეპუტატი ასევე დაინტერესდა იმ შემთხვევაში თუ მხარდაჭერილი იქნება მისი კანდიდატურა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის როგორი პრაქტიკა იქნება დანერგილი.
„მხარდაჭერის შემთხვევაში თქვენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უნდა გახდეთ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი პრაქტიკა იქნება დანერგილი უზენაეს სასამართლოს მოსამართლესი? თქვენ ამ სისტემაში მოსამართლედ არ გიმუშავიათ, როგორ მიგაჩნიათ რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები, ზოგადად, არის სავალდებულო – სწორია თუ არ არის სწორი?” – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები