ნინო გოგუაძე მოსამართლეობის კანდიდატს: რატომ გადაწყვიტეთ, სასამართლოში გაგეგრძელებინათ თქვენი პროფესიული საქმიანობა, სადაც არასდროს გიმუშავიათ?

სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელ ინსტიტუციას, რა სირთულეები აქვს, რა გამოწვევების წინაშე დგას, რას ნიშნავს ზოგადად სასამართლოს დამოუკიდებლობა და როგორია ამ სისტემაში ერთი მოსამართლის ადგილი და როლი – ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც საკუთარი აზრის დაფიქსირება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო გოგუაძემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ამჟამად მთავარი პროკურორის პირველი მოადგილეს მამუკა ვასაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სთხოვა, სადაც კანდიდატის მოსმენა მიმდინარეობს.

„2014 წლიდან პროკურატურაში მუშაობთ, მანამდეც საგამოძიებო სტრუქტურებში საქმიანობდით და თვითონ სასამართლო სისტემის შიგნით არასდროს გიმუშავიათ. მე მაინტერესებს, რამ გადაგაწყვეტინათ, როდის და როგორ გადაწყვიტეთ და რატომ, რომ სასამართლოში გაგეგრძელებინათ თქვენი პროფესიული კარიერული საქმიანობა, იმ სისტემაში, რომელშიც არასდროს გიმუშავიათ?”- მიმართა ნინო გოგუაძემ კანდიდატს, რომელმაც თავისი გადაწყვეტილება ახალი საკანონმდებლო რეგულაციებით ახსნა და ასევე აღნიშნა, რომ „არსებობს ცხოვრებაში რაღაც ეტაპები, როდესაც ცდილობ შენს თავს სხვა სიმაღლეებიდან მისცე სხვა შესაძლებლობები, რომ ემსახურო შენს ქვეყანას, მართლმსაჯულებას და იმ სისტემას, რასაც ჰქვია კანონის მსახურება”.

ნინო გოგუაძის განცხადებით, აღმოჩნდა, რომ კანდიდატის პოზიცია ბოლო 5-6 თვის მანძილზე ჩამოყალიბდა და, შესაბამისად, საინტერესოა რა იცის სასამართლო სისტემაში არსებულ დღევანდელ გამოწვევებზე, დღეს რა პრობლემები აქვს სასამართლოს.
„მე მაინტერესებს თქვენი ხედვა იმაზე, რომ სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელ ინსტიტუციას რა სირთულეები აქვს, რა გამოწვევების წინაშე დგას. მაინტერესებს თქვენი აზრი სასამართლო სისტემაზე, მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობის ხარისხზე. აქამდე წარმოდგენილი იყავით, როგორც მხარე სასამართლო სისტემაში და თქვენი მხრიდან როგორ იყო ეს დანახული და შეფასებული და დღეს, როგორც კანდიდატი, ამას როგორ შეაფასებდით?”,- მიმართა ნინო გოგუაძემ კანდიდატს.
​იგი ასევე დაინტერესდა მამუკა ვასაძის პოზიციით, რომ როდესაც ხელისუფლების სხვა შტოს წარმომადგენელი კონკრეტულ მოსამართლეს კონკრეტულ საქმეზე კონკრეტული გადაწყვეტილების გამოტანას სთხოვდა, თავად, როგორც ერთი მოსამართლე სისტემის შიგნით, რა რეაგირება ჰქონდა ამაზე?
​ნინო გოგუაძე ასევე დაინტერესდა კანდიდატის მოსაზრებებით იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება ხდება, რა გამოწვევების წინაშე დგას, ან თუ დგას საერთოდ, ერთი მხრივ, სასამართლო სისტემა და, მეორე მხრივ, აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურები, ასევე როგორია ინდივიდუალური მოსამართლის როლი ამ პროცესებში. პასუხად მამუკა ვასაძემ განაცხადა, რომ „სასამართლო ხელისუფლება უნდა იყოს ის რგოლი ხელისუფლების, რომელიც არ უნდა იყოს დამოკიდებული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, თუნდაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებებზე და ა. შ.”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები