რუსეთ-საქართველოს საზღვართან 600-მდე სატვირთოს არ ატარებენ

ზემო ლარსზე, რუსეთ-საქართველოს საზღვართან, 600-მდე სატვირთოს არ ატარებენ.
ამის შესახებ სომხურ გამოცემას რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში განუცხადეს.
უწყებაში განმარტეს, რომ საბაჟოს თანამშრომლები საშტატო საკონტროლო ღონისძიებებს ატარებენ.
„თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ შეინიშნება ტრანსპორტის დიდი რაოდენობა და სატრანსპორტო საშუალებების აწონვის საჭიროებაა, შეიქმნა რიგი. სასაზღვრო გადასასვლელი მოდერნიზაციას საჭიროებს. ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადეს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში.
რამდენიმე დღის წინ სომხური მედია წერდა, რომ 1-ელ ოქტომბერს ერევანს ხანმოკლე ვიზიტით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეწვევა. მედიის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერთან ნიკოლ ფაშინიანთან საუბრის ერთ-ერთ თემა სწორედ ზემო ლარსის საკითხიც იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები