თითა ბალანჩივაძე-ძნელაძის წიგნის წარდგენა და პერსონალური გამოფენა გაიმართება
29 სექტემბერს, 19:00 საათზე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში თითა ბალანჩივაძე-ძნელაძის წიგნის – „შვებულებაში გასული ანგელოზის“ წარდგენა და პერსონალური გამოფენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ მუზეუმიდან აცნობეს, ნოველების კრებული -„შვებულებაში გასული ანგელოზი“ ავტორის მეორე წიგნია. თითა ბალანჩივაძემ მკითხველს თავი ზღაპრების კრებულით გააცნო. ამჯერად კი იგი თავის ექსპრესიულ და არაორდინარულ პროზას გაგვაცნობს.
წიგნის წარდგენასთან ერთად, საღამოზე მოსულ სტუმრებს ელით გამოფენა, რომლითაც ავტორის ნამუშევრებს გაეცნობიან. გამოფენაზე წარმოდგენილი კომპოზიციები თემატურად უკავშირდება წიგნის შინაარსს.
მისამართი: რუსთაველის გამზირი #27.