26 სექტემბერს ქეთევანობა აღინიშნება

26 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენებას აღნიშნავს.
ქეთევან დედოფალი აშოთან მუხრან-ბატონის უკეთილშობილესი, ულამაზესი და უჭკვიანესი ასული იყო, რომელიც ცოლად მიათხოვეს კახეთის მეფის ალექსანდრე პირველის უფროს ვაჟს, დავითს. იგი, შაჰ-აბასის ბრძანებით, 1624 წლის 26 სექტემბერს, ირანში, ქალაქ შირაზში საშინლად აწამეს.
ქეთევანის მოწამეობრივმა აღსასრულმა საქართველო გამოაფხიზლა. საბოლოოდ ჩაიშალა შაჰ-აბასის გეგმა, რაც მოსახლეობის სრულ გამაჰმადიანებას გულისხმობდა.
ქეთევან დედოფლის ხსენების დღეა 13 (26) სექტემბერი – მისი აღსასრულის დღე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები