ფესტივალს “განდაგანა” ბათუმი წელსაც უმასპინძლებს

12-13 ოქტომბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს “განდაგანა” უმასპინძლებს. სოფლის ტურიზმის პოპულარიზაციის მიმართულებით, პოპულარული ფესტივალი წელსაც ტრადიციულად ევროპის მოედანზე გაიმართება. ორი დღით, აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნაწარმით, პროდუქტით, ხელნაკეთი ნივთებით, ტრადიციებით და ფოლკლორით, ბათუმის შუაგულში იქნება წარმოდგენილი, რაც საშუალებას მისცემს ფესტივალის სტუმრებს აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ.

ფესტივალის სტუმრებისთვის კულინარიული და ცეკვის მასტერკლასები, მხიარული შეჯიბრებები და სხვადასხვა საინტერესო აქტივობები იგეგმება. მრავალფეროვანი იქნება ფესტივალის მუსიკალური პროგრამაც, რომელშიც ძირითადად ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები და ბენდები მიიღებენ მონაწილეობას.

სოფლის ტურიზმის ფესტივალი “განდაგანა” 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. ფესტივალის მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლების ტურისტული პოტენციალის გაზრდაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები