ანა ყიფიანის საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი გაიმართება

27 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ანა ყიფიანის საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, შესრულდება: შუმანის, პროკოფიევის და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები.

ResMusica, Jean-Claude Hulot:
„ამ საღამოს ნამდვილი აღმოჩენა იყო ანა ყიფიანი. ის უდავოდ მიეკუთვნება იმ მუსიკოსთა რიცხვს, რომლებიც ფანტასტიკურ მუსიკასთან, როგორიცაა შუმანის ფანტაზია, ღრმად ინტიმურ კავშირს და სიახლოვეს გრძნობენ“ …

Laurent Vilarem ,Verbier Festival:
„ის ზუსტად წარმოადგენს VERBIER FESTIVAL ACAMY -ის სახეს. პირველად ფესტივალის ისტორიაში, ის ექსკლუზიურად ხდება Verbier Festvial Academ- -ის ელჩი: ახალგაზრდა, ქარიზმატული და უდიდესი ნიჭის მქონე“…
ანა ყიფიანი – მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. გამართული აქვს კონცერტები ისეთ დარბაზებში და ფესტივალებზე , როგორიცაა: Het Concertgebouw Amsterdam,Mozart Saal – Zaragazoga,Menton Music Festival, Wurth Museum (France), Theatre nationale 95 (France), Lille Piano Festival (France),Kulangsu Music Hall (Gulangyu Island, China,onterrey San Pedro Auditorium (Monterrey, Mexico) და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები