დათო ტურაშვილთან შეხვედრა გაიმართება

28 სექტემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში”  მწერალ დათო ტურაშვილთან შეხვედრა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, დათო ტურაშვილი ისაუბრებს ლიტერატურაზე და მის დანიშნულებაზე, საკუთარ წიგნებსა და იმ თემებზე, რომლებიც მჭიდრო კავშირშია მის შემოქმედებასთან და წლების განმავლობაში არ კარგავს აქტუალობას.
მსურველებს შეხვედრაზე დათო ტურაშვილის წიგნების შეძენაც შეეძლებათ.
შეხვედრაზე დასასწრებად, აუცილებელია დარეგისტრირება:  www.statusevents.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები