კახა კალაძე: ვფიქრობ, შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ ეკა ბესელიას განცხადებით
მგონია, რომ შესაბამისი სამსახურები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ ამ განცხადებით – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებას, რომ გარკვეული პირების პირადი ცხოვრებით შანტაჟი ახლაც ხდება.
,,არ ვიცი, პირველად მესმის, თუმცა მგონია, რომ შესაბამისი სამსახურები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ ამ განცხადების შემდეგ და აუცილებლად უნდა დაიბარონ ქალბატონი ეკა დაკითხვაზე, რომ შესაბამის სამსახურს მიაწოდოს სრული ინფორმაცია, რაც მას გააჩნია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ გარკვეული პირების პირადი ცხოვრებით შანტაჟი ახლაც ხდება. თუმცა ბესელია კონკრეტული ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავს იკავებს.