გამოფენა „ანბანთქება“ გაიხსნება

27 სექტემბერს, 19:00 საათზე,  ხელოვნების სასახლეში, გამოფენა „ანბანთქება“ (ქართული კალიგრაფიის თანამედროვე მიღწევები) გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ექსპოზიცია ორი ქართველი კალიგრაფის – ოთარ მეგრელიძისა და გიორგი სისაურის შემოქმედებას აერთიანებს და ფართო საზოგადოებას ავტორთა მიერ შესრულებული ქართული დამწერლობის უნიკალურ ნიმუშებს წარუდგენს.
„ორივე ავტორის ხელოვნებამ მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებში აღიარება უკვე მოიპოვა. მიმდინარე წელს კი ხელოვნების სასახლისა და ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ხელოვანთა მიერ მომზადებული რამდენიმე ილუმინირებული კალიგრაფიული ნიმუში ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში გაიგზავნება და მოხატულ ხელნაწერთა ფონდში განთავსდება, სადაც, სამწუხაროდ, დღემდე არცერთი ქართული ილუმინირებული ხელნაწერი არ იყო დაცული“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
გამოფენა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნერო ფონდის მიერ ორგანიზებულ მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ტარდება და  1 კვირა გაგრძელდება.

მის: თბილისი, კარგარეთელის ქ. #6, საქართველოს ხელოვნების სასახლე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები