თბილისის მე-11 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაიწყო
თბილისის მე-11 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაიწყო. ფესტივალი მარჯანიშვილის თეატრში ქორეოგრაფიული პერფორმანსით – „111/ ას თერთმეტი“ გაიხსნა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს, მაყურებელი არა მხოლოდ თეატრალურ, არამედ ქორეოგრაფიულ და მულტიმედიურ დადგმებს იხილავს.
2019 წლის ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 14 სპექტაკლი. მათ შორის არის ქართული ნამუშევრებიც.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 1 თვე გაგრძელდება და 24 ოქტომბერს დასრულდება. თავიანთ შემოქმედებას წარმოადგენენ თეატრალური დასები დიდი ბრიტანეთიდან, ლიტვიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ესპანეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან და ისრაელიდან.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, 2009 წელს, ქალაქ თბილისის მერიამ დააფუძნა.