ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველის პროკურატურაც უნდა დაინტერესდეს, რა მიზნით ფარავს ქალბატონი ნადირაშვილი შესაძლო დანაშაულს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ირმა ნადირაშვილის მიერ ინფორმაციის ბოლომდე არგამჟღავნება სხვა არაფერია, თუ არა შესაძლო დანაშაულის დაფარვა,- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ირმა ნადირაშვილის მიერ ინფორმაციის ბოლომდე არგამჟღავნება, რომელიც ეხება „შესაძლო კორუფციის ნიშნებს“ პრეზიდენტის შეწყალების საქმეში, სხვა არაფერია, თუ არა ან შესაძლო დანაშაულის დაფარვა ან პოლიტიკური სპეკულაციის კიდევ ერთი გამოვლინება. მეორის შემთვევაში არ გაგვიკვირდება, რადგანაც არც პირველია და სავარაუდოდ, არც უკანასკნელი. ისე ევროპული ღირებულების პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსს კარგად უნდა ესმოდეს დანაშაულის დაფარვის მნიშვნელობა. საქართველოს პროკურატურაც უნდა დაინტერესდეს, რა მიზნით ხდება ქალბატონი ნადირაშვილის მიერ შესაძლო დანაშაულის დაფარვა და მისი – ირმა ნადირაშვილის, პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები