ნაზი ჯანეზაშვილი: გაოგნებული ვარ, ამ წამს მომწერეს, რომ დღეს თურმე 15 საათზე საბჭოს სხდომა დაინიშნა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ორგანული კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. საბჭოს არამოსამართლე წევრი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
არამოსამართლე წევრის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის საბჭოს სხდომის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე, საბჭოს ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს ინფორმაცია სხდომის გამართვის თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ.
“გაოგნებული ვარ, ამ წამს მომწერეს, რომ დღეს თურმე 15 საათზე საბჭოს სხდომა დაინიშნა.
3 საათით ადრე შეტყობინება რას ნიშნავს არ ვიცი, კანონში 7 დღით ადრე შეტყობინების ვალდებულება აქვს საბჭოს მდივანს.
ორგანული კანონი: “საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება სხდომის გამართვის თარიღისა და დღის წესრიგის თაობაზე ინფორმაცია.” -წერს ნაზი ჯანეზაშვილი.