ემიგრანტების ღია წერილი: გვსურს, დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე რეკომენდაცია გავუწიოთ ზაალ სარაჯიშვილს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, პარტია „ ქართული -ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურ მდივანს კახი კალაძეს,საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას,საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბექა ოდიშარიასა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს ემიგრანტები ღია წერილით მიმართავენ.
განცხადების ავტორები უცხოეთში მცხოვრები საქართველოს თანამემამულეების სახელით, დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ( დირექტორის) თანამდებობაზე ზაალ სარაჯიშვილს კანდიდატურას უწევენ რეკომენდაციას.

„ბატონებო,მივესალმებით და ვაფასებთ, საქართველოს სახელმწიფოსა და პირადად თქვენს წვლილს, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის და განვითარების ზრუნვის საკითხში.
მოხარულები ვართ რომ, ჩვენი ქვეყნის დიასპორის ჩართულობა საქათველოს აღმშენებლობის საქმეში, გარანრიტებულია საქართველოს კონსტიტუციით. ამავე დროს, ჩვენ ემიგრანტები, ვგრძნობთ დიდ პასუხისმგებლობას, თუ რა დიდი მისია გვაკისრია საქართველოს სახელმწიფოს წინაშე, რათა სახალხი დიპლომატიის ფარგლებში ღირსეულად წარმოვადგინოთ და ხელი შევუწყოთ ქვეყნებს შორის მეგობრული, მშვიდობიანი და ურთიერთთანასწორი კავშირების ჩამოყალიბებას ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების დარგში.
ჩვენ, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები გამოვთქვამთ მზადყოფნას, რათა აქტიურად ჩავერთოთ, საქართველოს პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში, რათა ჩვენი ცოდნა და შრომითი გამოცდილება მოვახმაროთ ქვეყნის წინსვლასა და დემოკრატიულ განვითარებას. ამ მიზნების მისაღწევად და ცხოვრებაში გასატარებლად ძალიან დიდი როლი ენიჭება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტს.
ბატონებო,
ჩვენ, სხვადასხვა ქვეყნის ემიგრანტული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს თანამემამულეების სახელით, გვინდა წარმოგიდგინოთ და რეკომენდაცია გავუწიოთ დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ( დირექტორის) თანამდებობაზე, ღირსეულ, პასუხისმგებლიან, პატიოსან და პროფესიონალ ადამიანს ბატონ ზაალ სარაჯიშვილს, რომელმაც თავისი მრავალწლიანი შრომითი მოღვაწეობის პერიოდში დიდი წვლილი შეიტანა დიასპორასთან მყარი, მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, რომელიც ურთიერთნდობასა და პატივისცემას ემყარება.
ზაალ სარაჯიშვილი ბოლო 17 წელია მუშაობს ქართული დიასპორის საკითხებზე, აქედან 2002-2010 წ.წ. იმსახურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამსახურში და არის „საკონსულო საქმიანობაში გზამკვლევი“-ს ავტორი. 2011-2012 წ.წ. მან პირველმა დააფუძნა „მიგრანტთა საადვოკატო ბიურო“ და განახორციელა იურიდიული მომსახურება ემიგრანტებისათვის, დისტანციურად (ონლაინ რეჟიმში). 2012-2016 წ.წ. იგი იყო დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი  მოადგილე და მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა დიასპორასთან ურთიერთობის სამთავრობო სტრატეგიის პროექტი, ასევე 2014 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა “ქართული დიასპორის ელექტრონული ბიბლიოთეკა”.  2016 წლიდან ზაალ სარაჯიშვილი არის საქართველოს პარლამენტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი. 2017 წელს მისი ინიციატივით  დაიწყო პროექტი “ქართული პროდუქცია დიასპორას” და ქართული დიასპორისთვის შექმნა ქართული პროდუქციის ონლაინ მაღაზია. 2018 წელს ზაალ სარაჯიშვილი არჩეული იქნა
ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარედ. იგი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. მას ჰყავს მეუღლე და სამი შვილიბატონებო,გისურვებთ წარმატებებს თქვენს მოღვაწეობაში და იმედს გამოვთქვავთ, რომ გაითვალისწინებთ მრავალათასიანი დიასპორის რეკომენდაციას“, -ნათქვამია ღია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ:
,,ასოციაცია თვისტომი” – ქართული სათვისტომო ორგანიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, „ქართულ ამერიკული რესპუბლიკური ალიანსი“ „ქართული დიასპორული კომერციისა და ინდუსტრიის სავაჭრო პალატის“ თანათავმჯდომარე და წარმომადგენელი აშშ-ში – ნიკოლოზ ჩხეიძე
ორგანიზაცია “მე დავბრუნდები “ – ინა ასანიძე

“ დიასპორის სახლი ” – ბელა ასანიძე 
„დიასპორალური ინვესტიციების ბიზნეს ასოციაცია“ ორგიორგი ოკრიბელაშვილი

Thayer School of Engeneering Dartmouth College , ფრიდონ შუბითიძე
Professor of Engineering

ბერლინის ,,ქართული სახლი” – თამარ შალამბერიძე

შვეიცარიული დიასპორული ორგანიზაცია
initiatives for Global Cooperation e.V – ზვიად არაბიძე

,,დიასპორის სახლის” წარმომადგენლობა
ფლორენციაში – მანანა ჯინჭარაძე

ქართულ-გერმანული კულტურის ცენტრი
ტურინგიაში – დიანა ცერცვაძე

ქართული კულტურის ცენტრი ნიუ იორკში “
დენსინგ ქრეინი”( Dancing Crain)
ვიქტორ სილერსონი
ლია ბახტურიძე-სილერსონი
ცუცა კაპანაძე 

ჟურნალ “მამულის” რედაქტორი – მანუჩარ პირველი 

ბიზნესმენი, Hereti Global Trading LLC
და B6 Real Estate Advisors –   ავთანდილ ჩხეიძე

ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილი)
საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტი – ლელა ქართველიშვილი

აშშ-ში, საინფორმაციო პორტალი
“კავშირის” დამფუძნებელი – ზურა ფარქოსაძე

ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრის
დამფუძნებელი და ხელმძღვანელი – თიკა სვანიძე -ვენკო

ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის
დამფუძნებელი-აშშ. ნიუ იორკი – ელიზა აბელაშვილი

ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის
წარმომადგენლობის ხელმძღვანელები:
საქართველო – რუსუდან კობახიძე
საბერძნეთი, სალონიკი – ქეთი გონგლაძე
საბერძნეთი,ათენი – ნანა თევდორაძე
იტალია, ბარი – ნონა უგულავა
ესპანეთი, ვალენსია – მაია კიკვაძე
საბერძნეთი, კალამატა – ანასტასია დოინჯაშვილი

სრულუფლებიანი წარმომადგენელი მოლდოვას რესპუბლიკაში
ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა – პაატა კეჟერაშვილი 

თესალონიკის ქართული საზოგადოება ,,საქართველო,,
თავმჯდომარე – ელგუჯა მინაძე

ალექსანდრე ქართველის (ქართველოიშვილი) საერთაშორისო
საზოგადოების პრეზიდენტი ლელა ქარეთველიშვილი

სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გართიანება “გეორგია”,
უკრაინის ქართველთა ასოციაცია “იბერიელი” – ბესიკ შამუგია

დიდი ბრიტანეთის ქართული სათვისტომო – ირინა სარაჯიშვილი

საქართველოს დიასპორის სავაჭრო პალატა მონღოლეთში – კახა სულხანიშვილი

“თესალონიკის ქართველობა” –  ზაზა სულამანიძე.

ქართული კულტურის ცენტრი ნიუ იორკში „ ფესვები“ – ვანო გოდერძიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები